axalqalaqi municipaliteti  
  

 

 

didi samsari

სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბარალეთი).

მდებარეობს სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. სამსრისწყლის (ბარალეთისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კმ-ით.

istoria

დიდი სამსარი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით უკვე გაუკაცრიელებული ნასოფლარი ყოფილა, რომელსაც მდინარის დინების მიმართულების გათვალისწინებით, ზემო სამსარი ერქვა. როგორც ჩანს, შემდგომ ხანებში მოსულმა მოსახლეობამ ზემო და ქვემო სამსარს დიდი და პატარა შეარქვა. სოფლის ამჟამინდელი სომხური მოსახლეობა XIX საუკუნის 30-იან წლებშია მოსული ერზურუმის მხრიდან.

kulturuli memkvidreoba

სოფელში დგას სომხური დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ქართული ნაეკლესიარის საფუძველზე 1899 წელსაა აგებული. იქიდან გადარჩენილია ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებული ორი პატარა ქვა, რომლებზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ერთ მათგანს მკლავებს შორის კოპები უზის. ეკლესიის გალავნის შიგნით ძველი სასაფლაოა. საფლავის დამუშავებულ ქვებს შორის არის ყოჩებისა და ცხენის ქანდაკებებიც. ეკლესიის მახლობლად გადის კლდეში გაჭრილი საურმე გზა, რომელიც ამ კლდეკარით მდინარის ვიწრო კანიონში ჩადის და პატარა სამსარში მიდის.

სოფლის მახლობლად, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.

demolgrafia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 379    
2014 337 164 173

მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ბარალეთი
კოორდინატები 41°32`19″ ჩ. გ. 43°35`56″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 2000 მ
მოსახლეობა 337 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

 

 

ახალქალაქის დროშა ახალქალაქის გერბი